ევროპის უნივერსიტეტის 2020 წლის შეთავაზებები აბიტურიენტებს

ევროპის უნივერსიტეტში, ნებისმიერ ქართულენოვან პროგრამაზე, სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია:

  • თუ გაქვს 100%-იანი, 70%-იანი ან 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ევროპის უნივერსიტეტი სწავლის საფსურის დარჩენილ ნაწილს სრულად დაგიფინანსებს და გადმოგცემს სტიპენდიას 250, 150 და 100 ლარის ოდენობით, გრანტის შესაბამისად.
  • იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს სახელმწიფო გრანტი, მაგრამ აირჩევს ევროპის უნივერსიტეტს პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად, ევროპის უნივერსიტეტისგან მიიღებს სწავლის საფასურის 25%-იან დაფინანსებას.
  • თუ აბიტურიენტი მოხვდება ევროპის უნივერსიტეტის TOP 20 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტში, ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს სრულიად უფასოდ.

ევროპის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.

ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს ევროპაში, კანადასა და აშშ-ში. 

აქ თქვენ დაგხვდებათ ზურაბ ჟვანიას სახელობის იმიტირებული საპარლამენტო დარბაზი, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სამედიცინო და IT ლაბორატორიები, არქეოლოგიური მუზეუმი და სხვ.

კარიერული მომსახურების ცენტრი იზრუნებს თქვენს დასაქმებაზე, ხოლო სტუდენტების მომსახურების ცენტრი - საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებაზე.

შეთავაზებების შესანარჩუნებლად, აუცილებელია სტუდენტის წლიური შეფასება იყოს A დონე (GPA > 3, ქულების საშუალო არითმეტიკული 91+).

გააზიარე გვერდი: