25 აპრილს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვებიან:
- ხატია ცირამუა – განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
- ნიკოლოზ ფარჯანაძე – ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით, ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
- ეკა კაველიძე – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნება პროგრამის მიზნები, შინაარსი, სწავლის შესაძლებლობები, პროგრამის განხორციელების რესურსები, დასაქმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ის მეშვაობით გაიმართება: დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.