ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები, ხარისხის სამსახურის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ფინანსებისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამებს უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა

ფინანსებისა და აუდიტის სამწლიანმა ქართულ და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა კლასტერის ვადით უპირობო აკრედიტაცია მიიღეს.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისი სტანდარტებისა და კრიტერიუმების საფუძველზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან აღიარებას პროგრამების აკადემიური სიჯანსაღისა და ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

აკრედიტაცია ადასტურებს, რომ ორივე პროგრამა სრულად შეესაბამება ქვეყნის განათლების ხარისხის განვითარების მოთხოვნებს და სტუდენტებს სთავაზობს მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ, თანამედროვე და შინაარსობრივად მდიდარ საგანმანათლებლო გამოცდილებას.

აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფინანსებისა და აუდიტის მიმართულებით სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.