სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“FAO“-ს წარმომადგენლებმა “ევროპის უნივერსიტეტში“ აკვაკულტურის მიმართულებით ტრენინგი ჩაატარეს

“გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) წარმომადგენლებმა „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის აკვაკულტურის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის თეორიული ნაწილი აკვაკულტურის საფუძვლებს დაეთმო.
მომხსენებლებმა საქართველოს აკვაკულტურის სექტორი, ბიოუსაფრთხოების საკითხები, ინფექციური დაავადებების მართვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტები განიხილეს.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობაში გაიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ თევზის წარმოების ძირითად ეტაპებს, დასწრებოდნენ თევზის გაკვეთას და შეესწავლათ პათმასალის აღების ტექნიკები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული კომპეტენციის გაღრმავებას და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას.