საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო აკადემიურ პრაქტიკას და ამავდროულად ითვალისწინებს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარემოს სპეციფიკას. პროგრამა პასუხობს საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს და სტუდენტებს სთავაზობს აქტუალურ და ინოვაციურ სასწავლო კურსებს.

ინტერდისციპლინარული მიდგომის ფარგლებში სტუდენტები იღებენ საფუძვლიან ცოდნას საერთაშორისო ეკონომიკისა და სამართლის, საერთაშორისო უსაფრთხოების, პოლიტიკური ფილოსოფიისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ამასთანავე, პროგრამა მიზანმიმართულად ავითარებს ანალიტიკურ, პრაქტიკულ და საკომუნიკაციო უნარებს, რომლებიც აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღებ, აღმასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით პოზიციებზე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის.

პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს თემატური ბლოკების პრინციპზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველჰყოფს სწავლის პროცესის ლოგიკურ თანმიმდევრულობას და ცოდნის სისტემურ განვითარებას. ბლოკებში საგნების რაოდენობის განსაზღვრა და პრიორიტეტიზაცია ხდება პროგრამის სწავლის შედეგებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფრაგმენტული და ზედაპირული ცოდნის გაცემის რისკს.

სტუდენტებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, ინგლისურის გარდა შეისწავლონ გაეროს ექვსი სამუშაო ენიდან მათთვის სასურველი მეორე უცხო ენა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო და რეგიონულ შრომით ბაზრებზე.


პროგრამის ხელმძღვანელი

თათია დოლიძე

მიმაგრებული ფაილები