ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, შრომით ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროგრამებზე სწავლების პროცესი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს სიტუაციური ანალიზის, პროექტებისა და დისკუსიების თანხლებით.

ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის დარგში აღიარებული მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.

უნივერსიტეტში მოქმედი წესებიდან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს პროგრამის განვითარება-განხორციელებაზე მონიტორინგი, მათ შორის:

  • დაინტერესებული მხარეების: სტუდენტების, დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების სისტემატური გამოკითხვა;
  • ბაზრის მოთხოვნების პერიოდული კვლევა;
  • სალექციო პროცესზე დაკვირვება.

მიღებული უკუკავშირის შედეგად ხდება პროგრამებში ცვლილებების შეტანა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში ეძლევათ.

ფაკულტეტი გამოირჩევა საჯარო ლექციებისა და ტრენინგების, სტუდენტური პროექტების, სემინარებისა და კონკურსების მრავალფეროვნებით.

ფაკულტეტი ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგილობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან. ასევე უზრუნველყოფს სტუდენტური ცხოვრების მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნას.

ფაკულტეტის ბაზაზე არსებობს საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესიჟურნალის მისიაა განავითაროს ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, მმართველობისა და პოლიტიკური მეცნიერებების აქტუალური საკითხები, შემოიტანოს კვლევაზე და ღრმა ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა, გააღრმაოს არსებული დისკუსია, ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერებთან, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციის პროცესს.