„ევროპის უნივერსიტეტში“ ვორკშოპი თემაზე – „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“ გაიმართება

20 ივნისს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში გაიმართება ვორკშოპი თემაზე – „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის უფროსი სპეციალისტი მარიამ გუგულაშვილი გაუძღვება.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:
- რა არის მედიაწიგნიერება და რატომ არის ის აუცილებელი დღევანდელ საინფორმაციო ქაოსში?
- დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები;
- დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელების მიზნები და ეტაპები;
- მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები და მათი ამოცნობის გზები;
- პროპაგანდის მექანიზმები და კონსპირაციული თეორიები – მათი სტრუქტურა და გავლენა საზოგადოებაზე;
- ხელოვნური ინტელექტი და “Deep Fake” ტექნოლოგიები ყალბი ინფორმაციის კონტექსტში;
- ინფორმაციის გადამოწმების ძირითადი ეტაპები და პრაქტიკული რჩევები.
ღონისძიებაზე დასწრება „ევროპის უნივერსიტეტის“ ყველა დაინტერესებულ სტუდენტის შეუძლია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე, არაუგვიანეს 19 ივნისის 19:00 საათისა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdppMw8CgSS4VsisKrNnDGWuqprR93zU9d7D1CpOy9CHXvAdw/viewform
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.