“ევროპის უნივერსიტეტში” ვორქშოპი “ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში” ჩატარდა

30 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის“ ტექნოლოგიურ ლაბორატორიაში “EU Lab” ვორქშოპი თემაზე “ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში” ჩატარდა.
ვორქშოპს განათლების მეცნიერებათა დოქტორი, „ევროპის უნივერსიტეტის“ ენების ცენტრის ხელმძღვანელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებაზე პედაგოგებს, მკვლევრებს და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ AI-ის ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკულ მეთოდებს სასწავლო პროცესში.
ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო დამსწრეებს გაეგოთ როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში ინტერაქციის და სტუდენტთა ჩართულობის გასაძლიერებლად.
სამსაათიანი ინტენსიური სესიის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ:- AI-ის პლატფორმებს: ChatGPT, Claude, Perplexity, Deepseek
- ინტერაქტიურ ციფრულ ხელსაწყოებს: Socrative, Quizizz, Canva Magic Write და Prezi
პრაქტიკული აქტივობების საშუალებით მონაწილეებმა შეძლეს:
- ინტერაქციული ქვიზების შექმნის ტექნიკების დაუფლება
- სადისკუსიო კითხვების ფორმულირება AI-ის დახმარებით
- სალექციო დავალებების მომზადება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
- ინტერაქციული პრეზენტაციების შექმნის მეთოდების შესწავლა
- სასემინარო აქტივობების შექმნა AI-ის ინსტრუმენტების მეშვეობით
შედეგად, მონაწილეები დაეუფლნენ კონკრეტულ სტრატეგიებსა და რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს AI ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებზე ორიენტირებულ, კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაყრდნობილ სასწავლო გამოცდილებას.