სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

29 მაისს “ევროპის უნივერსიტეტში“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ვეტერინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია “ვეტერინარიის დარგის თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.

კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა მაია კერესელიძემ გახსნა. მომხსენებლებსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „ევროპის უნივერსიტეტის“, “სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა.

მოხსენების თემატიკა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ვეტერინარიის დარგის თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები
  • ცხოველთა კეთილდღეობა და დაცვა
  • ვეტერინარიის განვითარების ისტორია
  • ვეტერინარიის როლი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში
  • ვეტერინარიის როლი გარემოს დაცვაში
  • ბიოეთიკის საკითხები და სხვა

პლენარულ სესიაზე სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო მილაშვილმა მოდერატორებთან ერთად შეაჯამა კონფერენციის ძირითადი მიგნებები.

კონფერენციის დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ყველა მომხსენებელს სერტიფიკატი და სამახსოვრო წიგნი გადაეცა.