“ევროპის უნივერსიტეტში” ტურიზმის პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
გიორგი ჩინჩალაძემ სტუდენტებთან საქართველოს რეგიონების საინტერესო, უნიკალურ ტურისტულ პოტენციალზე და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა საქართველოს მთიანი რეგიონების მდიდარი ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების განვითარების შესაძლებლობები, პერსპექტიული ტურისტული მიმართულებების, ეფექტური ტურისტული პროდუქტისა და ტურისტული მარშრუტების შემუშავების პირადი პრაქტიკის წარმატებული მაგალითები.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი ესწრებოდა.
Ge