სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი პედაგოგებისთვის – “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება” გაიმართა

12 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით და „სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის“ ინიციატივით, “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი თემაზე “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ გაიმართა.

ღონისძიებას საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ და მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას კლასის მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტური მიდგომების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების ინტეგრაციას ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებზე და ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა:

  • ერთმანეთს გაუზიარეს კლასის მართვის საკითხებზე გამოცდილება;
  • დაადგინეს და გააანალიზეს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ძირითადი გამოწვევები;
  • იმსჯელეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონტექსტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე;

შეისწავლეს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომები გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ტრენინგს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის დირექტორი და მოქალაქეობის მასწავლებელი იოსებ ლაზარაშვილი უძღვებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *