სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო.

სტუდენტური კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უნივერსიტეტში სოციალური, სპორტულ-კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნა.

სოციალურ, შემეცნებით, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული კლუბები ახორციელებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და  კონფერენციებს, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს.

სტუდენტური კლუბის რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/DVXvDAPCWikDboXy9

მიმაგრებული დოკუმენტით გიზიარებთ კლუბების დებულებას, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდგომ, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი დაგიკავშირდებათ შემდგომი ეტაპების დასაგეგმად.

კლუბების  რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 მარტი

კითხვების არსებობის შემთხვევაში: servicecenter@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები: დებულება