„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის კარიერული ტრენინგი გაიმართა
On December 8, 2025
Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის კარიერული ტრენინგი გაიმართა
3,4 და 5 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის ტრენინგი თემაზე – „როგორ შევქმნათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი“ ჩატარდა.
ტრენინგს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ანი გაბედავა უძღვებოდა.
სესიების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ეფექტური რეზიუმეს შექმნის, დამაჯერებელი სამოტივაციო წერილის მომზადებისა და წარმატებული გასაუბრებისთვის მზადების შესახებ.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეექმნათ საკუთარი რეზიუმე და გაცნობოდნენ სამოტივაციო წერილის ეფექტურ ტექნიკებს, რაც მათ კარიერული განვითარების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება.