საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” “სლოვენიის ახალი უნივერსიტეტის” პროფესორმა საჯარო ლექცია გამართა

12 ივნისს, “სლოვენიის ახალი უნივერსიტეტის” (ლუბლიანა) პროფესორმა ბრედა მულეცმა “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან ეკა კაველიძესთან ერთად სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე – “უმცირესობები და საკუთრების უფლებები” გამართა.

ღონისძიება Erasmus+ საერთაშორისო კრედიტმობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეედარებინათ სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი პრაქტიკა და გასცნობოდნენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სამართლებრივი სისტემების შესახებ ცოდნის  გაღრმავებას.