სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2025” გაიმართა

2025 წლის 9-13 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით, „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2025“ გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისათვის სხვადასხვა თემაზე სამუშაო შეხვედრები და სემინარები გაიმართა, რომლებსაც “ევროპის უნივერსიტეტის”, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა“ და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” აკადემიური და მოწვეული პერსონალი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სტუდენტებისთვის ფილმის ჩვენება გაიმართა.

„სამეცნიერო კვირეულის“ მიზანი იყო, სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი პროექტების მომზადება და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.

კვირეულში მონაწილე ყველა სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.