„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ტურიზმის ზოგადი მენეჯმენტი“ გაიმართება
10 დეკემბერს, 14:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე – „ტურიზმის ზოგადი მენეჯმენტი“ გაიმართება.
საჯარო ლექციას, ააიპ განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჩინჩალაძე ჩაატარებს.
ლექციის მიზანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოებისა და ორგანიზაციების, ინოვაციური მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის სპეციფიკური თავისებურებების პროფესიონალური განხილვა-გაანალიზება.
მდებარეობა: დავით გურამიშვილის გამზირი 76, „ევროპის უნივერსიტეტი“, აუდიტორია 409.