“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები” გაიმართება
3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – “კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი გიორგი მუშკუდიანი გაუძღვება.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში – ახალი რეალობა;
- ფიშინგი – როგორ ამოვიცნოთ დახვეწილი ტყუილი;
- Deepfake-ების ამოცნობა – როგორ გავარჩიოთ AI-ს მიერ გენერირებული ფოტო და ვიდეო რეალურისგან.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტის” A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 207
დასწრება თავისუფალია.