Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია“ გაიმართა
29 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე -„ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია“ გაიმართა.
საჯარო ლექცია კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესიკ ტაბატაძემ ჩაატარა.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორიის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და თანამედროვე ინდუსტრიებზე გავლენის გაცნობა.
ლექციის ფარგლებში ბესიკ ტაბატაძემ ისაუბრა ტექნოლოგიის წარმოშობასა და გარდამავალ ეტაპებზე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გლობალურ ცვლილებებზე.
ლექცია ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და პროგრამის ხელმძღვანელისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.