“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია – “ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესგარემოზე“ გაიმართება
3 ნოემბერს, 11:00 საათზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესგარემოზე“ გაიმართება.
ლექციას, ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის „Back Office“-ის დირექტორი გიორგი სამარგულიანი ჩაატარებს.
ლექციის ფარგლებში, გიორგი სამარგულიანი ისაუბრებს თანამედროვე ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ცვლილებებზე, რასაც ახალი ტექნოლოგიები სამუშაო გარემოში ქმნიან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- AI: მითები და რეალობა
- დღევანდელი ცვლილება: როლების ტრანსფორმაცია
- AI არ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ…
- რა უნარ-ჩვევები გვჭირდება დღეს?
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა მიზნად ისახავს თანამედროვე პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ტექნოლოგიური ხედვის გაძლიერებას.
შეხვედრის ადგილი: გურამიშვილის გამზ. 76, „ევროპის უნივერსიტეტი“, აუდიტორია 505.