“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა” გაიმართება

15 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ალბერტას კოლეჯის პროფესორის ილზე კრუმინას საჯარო ლექცია თემაზე – “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“ გაიმართება.
ლექციის ფარგლებში პროფესორი განიხილავს ინფლუენსერ მარკეტინგის სრულ სპექტრს. კრეატიულობასა და სოციალური მედიის აქტიურობას მიღმა, განხილული იქნება ინფლუენსერებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი იურიდიული ასპექტები.
საჯარო ლექციის ფარგლებში იმსჯელებენ, თუ როგორ განისაზღვროს და შეფასდეს ძირითადი მაჩვენებლები (KPI) კამპანიის წარმატებისთვის.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdPJVQhH1JfpR7ezH5qyoiMZKukPOhN0-XmoWHhaWAP9nfx0w/viewform
ლექციის თარიღი: 15 ოქტომბერი, 14:00 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის კორპუსი, აუდიტორია 409