“ევროპის უნივერსიტეტში” საინფორმაციო შეხვედრა – “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა
On December 11, 2025
Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” საინფორმაციო შეხვედრა – “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა
2025 წლის 10 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.
შეხვედრას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნივერსიტეტში არსებულ “პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურების და მექანიზმების წესს“.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ასევე შეასრულეს სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაზრდას და სანდო კვლევითი გარემოს ხელშეწყობას.