“ევროპის უნივერსიტეტში” ნათია ფანჯიკიძემ საჯარო ლექცია გამართა
On June 13, 2025
Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” ნათია ფანჯიკიძემ საჯარო ლექცია გამართა

12 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ფსიქოლოგმა და არტთერაპევტმა ნათია ფანჯიკიძემ საჯარო ლექცია თემაზე – „რას ნიშნავს იყო ფსიქოლოგი“ გამართა.
ლექციის ფარგლებში ნათია ფანჯიკიძემ მიმოიხილა, თუ რა არის ფსიქოლოგიის მიზანი – ცოდნა, ცვლილება თუ თანაგრძნობა? რამდენი მიმართულება აქვს ფსიქოლოგიას და რა ძირითადი განსხვავებებია ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის.
მომხსენებელმა ფსიქოლოგიის მრავალფეროვანი მიმართულებები განიხილა და სტუდენტებს იმ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოწვევებზე ესაუბრა, რასაც კარიერული განვითარების გზაზე შეხვდებიან.
ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და თემით დაინტერესებული აბიტურიენტები ესწრებოდნენ.