ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ მოსწავლეებისთვის ვებ-ტექნოლოგიების ვორკშოპი გაიმართება

მოსწავლეებისთვის
15 დეკემბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მოსწავლეებისთვის ვორკშოპი თემაზე – „ჩემი პირველი ვებგვერდი“ გაიმართება.

ვორკშოპს „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ანრი მორჩილაძე გაუძღვება.

ვორკშოპი განკუთვნილია მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროგრამირებით და ვებ ტექნოლოგიებით.

ვორკშოპის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან, როგორ მუშაობს ვებგვერდი, რა არის HTML, CSS და JavaScript, როგორ კითხულობს ბრაუზერი ვებდოკუმენტებს და როგორ ეწყობა ვებ-გვერდის სტრუქტურა.

ვორკშოპის ეტაპები:

  • HTML: გვერდის სტრუქტურის შექმნა – სათაურები, ტექსტები, სურათები, ბმულები.
  • CSS: გვერდის დიზაინის შექმნა – ფერები, ფონტები, განლაგება, ვიზუალური ელემენტების სტილი.
  • JavaScript: მარტივი ინტერაქტიულობა – ღილაკზე დაჭერისას ტექსტის შეცვლა, შეტყობინების გამოჩენა, მცირე ეფექტები.

ვორკშოპის ბოლოს თითოეული მონაწილე შექმნის საკუთარ ვებგვერდს და მიიღებს ზოგად წარმოდგენას ვებ-ტექნოლოგიების მუშაობაზე.

ვორკშოპზე დასასწრებათ გთხოვთ გაიაროთ ბმულზე: სარეგისტრაციო ბმული

ვორკშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.