მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის პირველი კონფერენცია „კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში“ გაიმართა

6 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის პირველი კონფერენცია „კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში“ გაიმართა.

კონფერენცია “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ გახსნა.

პირველი მოხსენება სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა დოლიძემ წარადგინა, რომელმაც ცენტრის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა მოხსენებები კლინიკურ სწავლებაში ახალი ტექნიკების ინტეგრირებაზე და სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის გზებზე წარადგინეს.

დამსწრეებს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ლუკა ჭიკაიძემ, მარიამ თოდუამ და გიორგი მჭედლიშვილმა სტუდენტური პროექტი „პირველი დახმარების ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის“ გააცნეს.

კონფერენციის დასასრულს ვირტუალური სათვალის დემონსტირება და სასწავლო პროცესში გამოყენებული სიმულატორებისა და მასალების გამოფენა გაიმართა.

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრი სტუდენტების კლინიკური უნარების განვითარებას არსებული უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სიმულატორებით უწყობს ხელს.

ადრეული კურსებიდანვე 3D ანატომიის მაგიდის, ვირტუალური რეალობის სათვალის, ინტერაქციული პაციენტის ციფრული მოდელისა და სხვადასხვა სახის თანამედროვე მულაჟების გამოყენებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ბოლო კურსებზე რეალურ პაციენტებთან მუშაობას სრულად აღჭურვილი თეორიული და პრაქტიკული უნარებით იწყებენ.