Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ალვინ ტურაის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
27 თებერვალს, “ევროპის უნივერსიტეტში”, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ალვინ ტურაის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ალვინ ტურაი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია.
მან ჩაატარა კვლევა თემაზე: “Factors Influencing Specialty Preference and Career Decision-Making Among Undergraduate Medical Students at the European University, Tbilisi.”
კვლევის ფარგლებში ალვინმა გააანალიზა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებზე გავლენას ახდენს სპეციალობის არჩევისა და პროფესიული კარიერული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მეთოდოლოგია, მიღებული შედეგები და მათი ანალიზი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსი გაზაფხულის სემესტრში კვლავ გამოცხადდება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის დაფინანსება მოიპოვონ.