მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

სამეცნიერო კონფერენცია
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი

აბსტრაქტის წარდგენა/გამოგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ ორ სტუდენტს გუნდურად.

კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ – “სტუდენტური კონფერენცია 2025”

აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:

  • “როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა” – 2025 წლის 30 ოქტომბერი
  • “როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები” – 2025 წლის 20 ნოემბერი

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში. (იხ. დოკუმენტი)

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: studentconference@eu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 

მიმაგრებული ფაილები: 

კონფერენციის გზამკვლევი 2025