“ევროპის უნივერსიტეტში” ინფორმატიკის ოლიმპიადა “ალგორითმი 2025”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

7 ივლისს, “ევროპის უნივერსიტეტში” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის ოლიმპიადა “ალგორითმი 2025”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი – გიორგი ფხალაძე;
II ადგილი – მარიამ ცაგარელი;
III ადგილი – საბა გოდუაძე.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ბესიკ ტაბატაძემ, ოლიმპიადის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსგავსი აქტივობების როლზე როგორც სკოლამდელ, ისე საუნივერსიტეტო განათლების განვითარებაში და ყველა მონაწილეს ჩართულობისა და მოტივაციისთვის მადლობა გადაუხადეს.
ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი “ევროპის უნივერსიტეტმა” სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.