მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

3 ივნისს, 16:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ B კამპუსში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „ბავშვთა ჯანმრთელობა – დაავადებების პრევენცია, ჯანსაღი კვება ასაკობრივი ჭრილის გათვალისწინებით, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი გარანტი.“

ლექციას ევროპის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოთაძე წაიკითხავს.

ლექციაზე განხილული იქნება ბავშვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაძლიერების თანამედროვე მიდგომები, მათ შორის: დაავადებების პრევენციის გზები, ჯანსაღი კვების პრინციპები ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, მავნე ჩვევების პრევენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბება.

ღონისძიება გაიმართება: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსში (დ. სარაჯიშვილის 17), აუდიტორია 702.

ლექციაზე დასწრება შეუძლია “ევროპის უნივერსიტეტის” ყველა დაინტერესებულ სტუდენტს.