სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა

აუტიზმის
2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე –  „ინკლუზიური გარემოს შექმნა აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის“ გაიმართა.

ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა აუტისტური სპექტრის არსსა და გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა და მისაღები გარემოს შექმნა იმისათვის, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

შეხვედრას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინკლუზიური განათლებისა და საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის მნიშვნელობას.