სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

არქეოლოგიის
11 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში”, არქეოლოგიის დეპარტამენტისა და აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – „ანთროპოლოგიური მიდგომა არქეოლოგიური კვლევისადმი მეცნიერებაში მზარდი მულტიდისციპლინარული მიდგომის კონტექსტში. საქართველოში თანამედროვე და პრეისტორიული პასტორალური სამომთაბარო მეცხოველების კვლევის შედეგები“ გაიმართა.

ლექცია ეთნოარქეოლოგმა, საქართველოში ეთნოარქეოლოგიური კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა (MAECI-ს მხარდაჭერითა და დაფინანსებით) მასიმო მირაბელამ ჩაატარა.

საჯარო ლექციას ასევე დაესწრო არქიტექტორი, სიცილიაზე სეგესტას არქეოლოგიური პარკის დირექტორი ლუიჯი ბიონდო, რომელმაც აღნიშნული პარკი და მისი მართვის გეგმა წარადგინა. ასევე განიხილა ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები – “არქეოლოგიისა და თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი შერწყმა, მომნახველთა მზარდი რაოდენობის პირობებში.”

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, მონაწილეებს კითხვების საშუალებით დისკუსიაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები, ასევე ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.