სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

არქეოლოგიის დეპარტამენტის
28 ნოემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით  საჯარო ლექცია თემაზე – „სამხრეთ ლევანტის გვიანი ქალკოლითის მეტალურგიის შესწავლა მიკრო და მაკრორეზოლუციით: შესაძლო კავშირები ანატოლიას და სამხრეთ კავკასიასთან“ გაიმართა.

ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი, დოქტორის კანდიდატი ბენგურიონის უნივერსიტეტიდან მაგდა ბატიაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს ქალკოლითის პერიოდის სამხრეთ ლევანტის მეტალურგიის შესწავლა პეტროგრაფიული და იზოტოპური ანალიზებით.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

ღონისძიებას არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და პერსონალი ესწრებოდნენ.