“ევროპის უნივერსიტეტში“ ალბერტას კოლეჯის (ლატვია) ლექტორი საჯარო ლექციას გამართავს

15 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ალბერტას კოლეჯის (ლატვია) ლექტორი ლიგა სილენიეცე, საჯარო ლექციას თემაზე „მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ გამართავს.
ლექციის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მაგალითზე მწვანე ბიზნესის ტრანზიციის არსის და მნიშვნელობის წარმოჩენა.
ლექციის განმავლობაში განიხილება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია მწვანე ტრანზიციის პროცესზე.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeshA34BjZoyrq0qL4OeMHUlaX_M_AklpdPVBjuv7C6HRAZ3Q/viewform?pli=1
თარიღი: 15 ოქტომბერი, 13:00 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის კორპუსი, აუდიტორია 407