ხარისხის სამსახურის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაჯილდოება გაიმართა

პერსონალის დაჯილდოება
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, მედიცინის, სტომატოლოგიისა და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუდენტთა შეფასების შედეგების მიხედვით აღნიშნული ფაკულტეტების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომლებიც რეიტინგში I, II და III ადგილს იკავებენ, „ევროპის უნივერსიტეტისგან“ მადლობის ნიშნად სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

შეფასების შედეგები ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილდა. თითოეული ფაკულტეტის მაღალი რეიტინგის მქონე პერსონალის შედეგები აუდიტორიას „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძემ გააცნო.

შეხვედრის დასასრულს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტის დეკანმა მარიკა ბოკუჩავამ სამივე ადგილზე დასახელებულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს მადლობა გადაუხადეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.