ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის ვებ-ტექნოლოგიებზე ვორკშოპი გაიმართა

ვორკშოპი გაიმართა
15 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მოსწავლეებისთვის ვორკშოპი თემაზე – „ჩემი პირველი ვებგვერდი“ გაიმართა.

მოსწავლეებს სიტყვით ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართა.

ვორკშოპი „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა ანრი მორჩილაძემ ჩაატარა.

შეხვედრას მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროგრამირებით და ვებ ტექნოლოგიებით.

ვორკშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ვებგვერდი, რა არის HTML, CSS და JavaScript, როგორ კითხულობს ბრაუზერი ვებდოკუმენტებს და როგორ ეწყობა ვებ-გვერდის სტრუქტურა.

ვორკშოპი მოიცავდა:

  • HTML: გვერდის სტრუქტურის შექმნა – სათაურები, ტექსტები, სურათები, ბმულები.
  • CSS: გვერდის დიზაინის შექმნა – ფერები, ფონტები, განლაგება, ვიზუალური ელემენტების სტილი.
  • JavaScript: მარტივი ინტერაქტიულობა – ღილაკზე დაჭერისას ტექსტის შეცვლა, შეტყობინების გამოჩენა, მცირე ეფექტები.

ვორკშოპის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ შექმნა საკუთარი ვებგვერდი.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელმა ბესიკ ტაბატაძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცეს.