ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე ”Neural Networks Basics” გაიმართება

23 ოქტომბერს, 16:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტში”, ალბერტას კოლეჯის წარმომადგენლის მაქსიმს ჟიგუნოვის საჯარო ლექცია თემაზე – “Neural Networks Basics” გაიმართება.
ლექციაზე განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტი და მისი შექმნის საფუძვლები.
დამსწრეები გაეცნობიან ნეირონული ქსელებისა და ალგორითმების პრინციპებს, როგორ შეუძლია ციფრულ ინტელექტს ისწავლოს, განვითარდეს და მოერგოს გარემოს.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ასევე გაეცნობიან თეორიულ ბაზას ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას სისტემის შექმნაში.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
ლექციის თარიღი: 23 ოქტომბერი, 16:00 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის კორპუსი, აუდიტორია 409.