„ევროპის უნივერსიტეტში“ “2025 წლის ჰილსის გლობალური სიმპოზიუმის” შესახებ შეხვედრა გაიმართა
On October 27, 2025
Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტში“ “2025 წლის ჰილსის გლობალური სიმპოზიუმის” შესახებ შეხვედრა გაიმართა
27 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტს“ კომპანია „ჰილსის“ წარმომადგენელი საქართველოში, ინგა იველაშვილი ეწვია.
შეხვედრის მიზანი 28-29 ოქტომბერს ჩანიშნული გლობალური სიმპოზიუმის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობა იყო.
“2025 წლის ჰილსის გლობალური სიმპოზიუმის” შესახებ კონფერენცია 28-29 ოქტომბერს, ონლაინ ფორტმატით: ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე გაიმართება.
ონლაინ შეხვედრაზე, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება სიღრმისეულად გაეცნონ ცხოველების დაბერების პროცესს და ხელი შეუწყონ მზრუნველობაში მყოფი ძაღლებისა და კატების ჯანსაღ დაბერებას.
შეხვედრაზე განხილული იქნება კვლევები დაბერების შესახებ:
- ინოვაციები კოგნიტური დისფუნქციის სინდრომის მკურნალობაში
- ოსტეოართრიტის ტკივილის მკურნალობის სტრატეგიების გაუმჯობესება
- კატებსა და ძაღლებში თანმხლები დაავადებების მოგვარება
- რატომ არ არის ჰოსპისური მოვლა ცუდი
მონაწილეები ასევე გაეცნობიან, თუ როგორ შეიძლება უახლესმა ინოვაციებმა გავლენა მოახდინოს მათ პრაქტიკაზე.