“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ზონგულდაქ ბულენტ ეჯევით უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ზონგულდაქ ბულენტ ეჯევით უნივერსიტეტს“ (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც განათლების, ისე კვლევისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ზონგულდაქ ბულენტ ეჯევით უნივერსიტეტს აქვს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, მათ შორის: უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, სტომატოლოგიური კლინიკა, უწყვეტი განათლების ცენტრი, დისტანციური განათლების გამოყენებისა და კვლევის ცენტრი, ასევე, შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი.
ეს ქმნის თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს როგორც სამედიცინო, ისე ტექნიკური და სამეცნიერო მიმართულებით.
“ევროპის უნივერსიტეტისთვის” აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებისა და სტუდენტებისა და პერსონალის განვითარებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნის გზაზე.