საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “შიბენიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “შიბენიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” (ხორვატია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევითი მიმართულებით და ხელს შეუწყობს სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საქმიანობაში.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების, მოკლევადიანი საერთაშორისო პროექტების, სემინარებისა და ტრენინგების განხორციელება, რაც უნივერსიტეტებს შორის კავშირებს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას.