27 მარტს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და კომპანია „ბექ ოფისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია „ბექ ოფისის“ დამფუძნებელმა გიორგი სამარგულიანმა.
შეხვედრის ფარგლებში, ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ბესიკ ტაბატაძემ „ბექ ოფისის“ წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული განვითარების პერსპექტივებზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანი, სტუდენტთა დარგობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა.