ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები, სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და კომპანია “აქსელერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 აპრილს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და კომპანია „აქსელერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია „აქსელერას“ დამფუძნებელმა და ჰედმასტერმა გურამ ნაცვალაძემ მოაწერეს ხელი.

შეხვედრის ფარგლებში, ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ბესიკ ტაბატაძემ „აქსელერას“ წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე შექმნილ ონლაინ ქვიზში მიიღეს მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულებსაც “აქსელერას” წარმომადგენლებმა სიმბოლური პრიზები გადასცეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანი, სტუდენტთა დარგობრივი კომპეტენციის გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *