“ევროპის უნივერსიტეტსა” და ISLA სანტარემის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს (პორტუგალია) შორის მემორანდუმი გაფორმდა

„ევროპის უნივერსიტეტსა“ და პორტუგალიის ISLA სანტარემის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, პროფესიულ განვითარებას და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილების მიღებას.
ISLA სანტარემის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1984 წელს დაარსდა და გვთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით.
უნივერსიტეტი ასევე გამოირჩევა აქტიური სამეცნიერო საქმიანობითა და მრავალი კვლევითი ცენტრის არსებობით.
შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.