“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს” (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას და გაცვლით პროგრამებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.