საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბულგარეთის ახალ უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბულგარეთის ახალ უნივერსიტეტს“ (ბულგარეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“ბულგარეთის ახალი უნივერსიტეტი“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კრედიტების სისტემა, პროფესიული ბაკალავრის, ბაკალავრისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე დისტანციური და უწყვეტი განათლება დანერგა.

უნივერსიტეტი აკადემიური რესურსების გამოყენებით და საზოგადოებრივი კეთილდღეობისადმი ერთგულებით, ამზადებს კურსდამთავრებულებს, რომლებიც მზად არიან ეფექტურად გაუმკლავდნენ თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევებს.