“ევროპის უნივერსიტეტსა” და ბულგარეთის ტელეკომუნიკაციების და ფოსტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და ბულგარეთის ტელეკომუნიკაციების და ფოსტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
შეთანხმების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით ყველა იმ სფეროში, რომელსაც ორივე უნივერსიტეტი მოიცავს.
პარტნიორობა ითვალისწინებს საერთო საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების ორგანიზებას, ასევე სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაცვლით პროგრამებში ჩართვას, რაც ურთიერთობების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.