საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბრეშას უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბრეშას უნივერსიტეტს” (იტალია)  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.

“ბრეშას უნივერსიტეტი” ფართო აკადემიურ არჩევანს სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ასევე, უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ და სხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სასწავლო და კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან.

თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს “ევროპის უნივერსიტეტის” საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინონ მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება.