„ევროპის უნივერსიტეტმა“ მასარიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა
16-17 მარტს, Erasmus+ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტმა“ ჩეხეთის რესპუბლიკის მასარიკის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მენეჯერს მარეკ ჯანოსს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებთან – ლაურა პაპასქუასა და ნინი ჯალაბაძესთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კომუნიკაციის სტრატეგიები, მიმდინარე პროექტები და საუკეთესო პრაქტიკები, ასევე იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
თავის მხრივ, მარეკ ჯანოსმა წარმოადგინა მასარიკის უნივერსიტეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. შეხვედრა ინტერაქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
17 მარტს ვიზიტი გაგრძელდა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა ანი გაბედავამ მოწვეულ სტუმარს ცენტრის საქმიანობა, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები, საერთაშორისო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები გააცნო.
ამავე დღეს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ ზაალიშვილმა, პარტნიორს წარუდგინა „ევროპის უნივერსიტეტის“ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობები და განიხილა პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და შექმნა საფუძველი ახალი ერთობლივი ინიციატივების განვითარებისთვის.