საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა” ევროკომისიის თანადაფინანსებით ჟან მონეს საზაფხულო აკადემია 2025 დაიწყო

ევროკომისიის
“ევროპის უნივერსიტეტში” ევროკომისიის თანადაფინანსებით ჟან მონეს საზაფხულო აკადემია თემაზე “ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები” დაიწყო.

აკადემია ტარდება მოდულის „ევროპული კავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” (EnlargEU — 101127859, 2023–2026) ფარგლებში, ევროკომისიის თანადაფინანსებით და თათია დოლიძის ხელმძღვანელობით.

აკადემიას პირველ დღეს 200-მდე ახალგაზრდა შემოუერთდა. ინტერაქციული ვიქტორინები და კითხვა-პასუხის სესიები გამოიყენებოდა ცოდნის შემოწმებისა და დისკუსიების წასახალისებლად.

დოქტორმა თათია დოლიძემ (ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი; ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი) გახსნა აკადემია და ჩაატარა სესია ევროკავშირის გაფართოების ლეგალური საფუძვლებისა და ევოლუციის შესახებ – დამფუძნებელი ხელშეკრულებებიდან დღემდე.

დოქტორმა თინათინ ახვლედიანმა (მკვლევარი თანამშრომელი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი (CEPS), ბრიუსელი; მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი, ტირანა) განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოების გეოპოლიტიკური გავლენა და პრაქტიკული გამოწვევები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მაგალითზე, აგრეთვე საუბარი იყო რეგულაციური დაახლოების როლზე ღრმა ინტეგრაციის პროცესში.

დოქტორმა სტივენ ბლოკმანსმა (მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი – ბრიუგე, ნატოლინი და ტირანა; უფროსი მკვლევარი, CEPS, ბრიუსელი; უფროსი ანალიტიკოსი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS), ტალინი) განიხილა სწრაფი გაფართოების საკითხი – შესაძლებლობები, რისკები და გამოცდილება და შეაფასა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, განსაზღვრა მიღწეული პროგრესი, არსებული ხარვეზები და რეფორმების რეალისტური გეგმა.

დამსწრეები შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ და სვამდნენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. სესიის შემდეგ ჩატარებული ვიქტორინის შედეგად გამოიკვეთა, რომ მონაწილეების ცოდნა მნიშვნელოვნად ამაღლდა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

აკადემიის ონლაინ ნაწილი გრძელდება 5 დღის განმავლობაში ქართველი და ევროპელი მეცნიერების ჩართულობით.