„ევროპის უნივერსიტეტისა“ და კომპანია „პურინას“ ორგანიზებით ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია -„გასტრო-უროლოგია 2025“ გაიმართა
18 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტისა და კომპანია „პურინას“ ორგანიზებით, ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია -„გასტრო-უროლოგია 2025“ გაიმართა.
შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მარიკა ბოკუჩავამ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში, კომპანია „პურინას“ ვეტერინარ-კონსულტანტმა, ივანე ზაქარეიშვილმა, ბრენდის ისტორიასა და პროდუქციის ასორტიმენტზე ისაუბრა.
კონფერენციაზე “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: სანდრო კაშიაშვილმა, ლუკა ბარძიმაშვილმა და თორნიკე ხუჭუამ მოხსენებები წარადგინეს.
მათი გამოსვლები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა პარვოვირუსული ენტერიტი და კომპანიონი ძაღლების უროლოგიური პრობლემები.
მოხსენება ასევე წარადგინა, კლინიკა „Vetlife“-ის ვეტერინარმა გვანცა ჯინჭარაშვილმა თემაზე – „ქრონიკული ენტეროპათია ძაღლებში.“
კონფერენციაზე წარდგენილმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა დატვირთული იყო კითხვებითა და დისკუსიით.
ღონისძიებას სავეტერინარო ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელები მაია კერესელიძე და ნინო მილაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. გარდა ამისა, კომპანია „პურინამ“ კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე ჩაატარა ქვიზი, რომლის შედეგადაც ხუთი საუკეთესო ქულის მქონე სტუდენტი დამატებითი წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდა.