სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, პედაგოგებისთვის ტრენინგი – „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში“ გაიმართა

პედაგოგებისთვის
8 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრმა, უფასო ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის თემაზე: „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში“ ჩაატარა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.

ტრენინგს, 53 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან, მათ შორის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, თელავის, ხობის, გორის, ახალქალაქისა და სხვა რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებიდან ესწრებოდა.

ტრენინგის მიზანი, მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისება იყო.

ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა შეძლეს შიდა დაკვირვებისა და ურთიერთდაკვირვების გამოყენება პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნეს და განავითარეს საკუთარი პროფესიული პორტფოლიო, განახორციელეს თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა:

  • გააზიარეს გამოცდილება სასწავლო გუნდში თანამშრომლობისა და შიდა დაკვირვების საკითხებზე;
  • შეისწავლეს პრაქტიკული მიდგომები პროფესიული პორტფოლიოს შედგენისა და განვითარებისათვის;
  • განიხილეს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი;
  • მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიურ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რეფლექსიასა და უკუკავშირის აქტივობებში.

ტრენინგს ხელმძღვანელობდა „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი მარიამ რამინაშვილი.

ტრენინგზე დასწრების შემდეგ ყველა მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა.