სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა ლატვიაში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

“ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მარიამ კუჭავა გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლატვია) იმყოფებოდნენ.

ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში, რომელიც რიგაში, 22-26 აპრილს გაიმართა.

ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააერთიანა ინტერნაციონალიზაციის, ერაზმუს+ ინიციატივებისა და გლობალური თანამშრომლობის განსახილველად.

საერთაშორისო კვირეული მოიცავდა კონფერენციას, ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს და კულტურულ ღონისძიებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *